კულტურა
ახალციხე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ჩაერთო
ახალციხის სამხატვრო სკოლამ, ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხემ“ და მუნიციპალიტეტის მერიამ, თბილისის 21-ე საერთშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

თვითმმართველობის კულტურის სამსახურმა და ,,ახალციხის ციხემ“ გამოფენაზე საინფრომაციო ბროშურები და ვიდეო-რგოლები, სამხატვრო სკოლამ კი კერამიკის, ვიტრაჟის, ბატიკისა და თექის ნამუშევრები წარადგინა.

„ასეთი სახის გამოფენებში ხდება მუნიციპალიტეტის რეკლამირება. წაღებული გვქონდა სარეკლამო მასალები, ბროშურები და ბანერები“, - განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა ზაზა თამარაშვილმა.



,,ციხე გამოფენაში ტურიზმის განვითარებისთვის ყოველ წელს მონაწილეობს. ჩვენი მიზანია, მეტი კონტაქტი დავამყაროთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან“, - ამბობენ „ახალციხის ციხეზე.



,,ტურისტების მხრიდან დაინტერესება იყო, მასტერკლასების ჩატარებას გვთხოვდნენ“ - ამბობს სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე. მისი თქმით, სამხატვრო სკოლა მეხუთე წელია, რაც თბილისის გამოფენაში მონაწილეობს.
| Print |