კულტურა
ვარძია-ხერთვისი-ოლოდას არეალში პრობლემების გამოვლენის პროცესში უცხოელი სპეციალისტი ჩაერთო

 

ასპინძის მუნიციპალიტეტს ICOMOS-ის ექსპერტი ლუიზა დე მარკო ეწვია. მისი ვიზიტის მიზანი, ვარძია-ხერთვისი-ოლოდას არეალში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაა. უცხოელი ექსპერტი საქართველოში USAID-ის პროექტ ZRDA-მ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის მეთოდოლოგიური დახმარების გასაწევად მოიწვია. ინფორმაციას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მიმდებარე სოფლების (ხერთვისი, ფია, გელსუნდა, თმოგვი, ნაქალაქევის და მირაშხანი) მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.

პროექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, USAID ZRDA პროექტის ხელშეწყობით ახორციელებს. მისი მიზანი ვარძია-ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის UNESKO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სამომავლო ნომინირების შესაძლებლობების კვლევა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მართვის გაუმჯობესებაა.

 

| Print |