კულტურა
სამცხე-ჯავახეთში კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, კვლევა და არქეოლოგია დაიგეგმა

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, 2019 წელს სარეაბილიტაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხას აქვეყნებს.

 


ჩამონათვალით ირკვევა, რომ სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია, კონსერვაცია, კვლევა და პროექტირებაც იგეგმება.
  • სათხის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაცია;
  • თისელის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია;
  • ჯაყისმანის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია;
  • ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია;
  • ვარძიის კვლევა;
  • ვანის ქვაბები.
წელსვე, სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია არქეოლოგიური სამუშაოები აბასთუმანში, ასევე ფარავნის ტბის ინვენტარიზაცია.

 

| Print |