კულტურა
ახალციხეში თამარობა აღნიშნეს (ვიდეო)
ახალციხეში, მეორე საჯარო სკოლისა და მერიის ორგანიზებით, თამარობა აღნიშნეს.

ღონისძიება თამარ მეფის ძეგლთან ჩატარდა, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლები ყვავილებით მივიდნენ.

მოსწავლეებმა კონცერტი ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით გააფორმეს.

საქართველოს ერთადერთი ქალი მეფე XII-XIII საუკუნეებში მოღვაწეობდა.

ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება. თამარ მეფის ძეგლი ახალციხეში 20 წლის წინ დადგეს.

| Print |