კულტურა
მესხეთის თეატრი უკრაინაში, თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი უკრაინაში გაემგზავრა.

 

მსახიობები საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ივან ფრანკოს სპექტაკლით „მოპარული ბედნიერება“. რეჟისორი ლინას მარიუს ზაიკაუსკასია.

ფესტივალი ქ. ხერსონის დრამატულ თეატრში ჩატარდება. 18 მაისს კი ქ. ნიკალაევში რუსული დრამის თეატრის სცენაზე ითამაშებენ.

მესხეთის თეატრი უკრაინაში ფესტივალის ცენტრის პრეზიდენტის ალექსანდრ კნიგას მოწვევით გაემგზავრა.

 

| Print |