კულტურა
ოთხმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ეროვნული სამოსის დღე აღნიშნა(ვიდეო)
ახალციხეში ეროვნული სამოსის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ქორეოგრაფიული ანსამბელების „მესხეთი“, ,,სამცხე", ლომსია" და "ახალციხე" მოცეკვავეები ახალციხის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და რაბათამდე ფეხით მსვლელობა გამართეს.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები, ახალციხის ციხეზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე, საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეოთხე წელია რაც 18 მაისს ახალციხეში ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი" აღნიშავს. წელს პირველად სხვა მოცეკვავეებიც შეუერთდნენ.

| Print |