არჩევნები
აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანში პირველი ამომრჩეველი მივიდა
აბასთუმნის #2 საარჩევნო უბანი კანონით გათვალისწინებული დროით, დილის რვა საათზე გაიხსნა.

კომისიის თავმჯდომარე იაკობ კიკნაველიძე, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აქტიურობას ელოდება. ,,ველოდებით აქტივობას, 12 წევრი ადგილზე ვარ. კანონის დაცვით, 7 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბანი. დილიდანვე ამომრჩევლს აქტიურობაა აბასთუმანში".

ახალციხის #1 საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 1 124 ამომრჩევლიდან პირველი იზოლდა აზარაშვილი იყო, ვინც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. იგი უბანზე ხმის მისაცემად 08:01 წთ–ზემივიდა. რაც შეეხება გადასატან ყუთს, აბასთუმანში ასეთი 33 ამომრჩეველია.

იზოლდა აზარაშვილი ამბობს, რომ რეგისტრირებული 9 კანდიდატიდან მხოლოდ ერთს იცნობს. ,,ყოველ წელს ასე მოვდივარ, რადგან მინდა აბასთუმნის განვითარება. არავინ მეცნობოდა, მარტო ერთი ადამიანი ვიცი, დანარჩენი სახელი და გვარები პირველად წავიკითხე".



საკრებულოში მოსახვედრად ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან ადგილობრივი მხოლოდ ერთი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. აბასთუმნელების დიდმა ნაწილმა მათ შესახებ არაფერი იცის, ამიტომ მოსახლეობა მეცხრე არხთან ამბობს, რომ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს.

| Print |