დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები - ჭადრაკში, მკლავჭიდსა და ნარდში მოეწყო. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები და მერიის სტიპენდიანტები ტრადიციულად სერთიფიკატებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. დამოუკიდებლობის დღეს ახალციხის ციხეს ესტუმრნენ სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი და დეპუტატი გია კოპაძე. ადგილობრივებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.