ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ცენტრალურ პარკში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
11:00-11:30 საათი - ახალციხის პროფესიული თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ნაცარქექია“
11:30-13:00 საათი - „World Vision საქართველოს“ პროგრამა (საბავშვო გასართობები, ფლეშმობი, სახეზე ხატვა, ცარცით ხატვა, ფოტო გადაღების კუთხე, სპორტული კუთხე)
➡ ახალციხის ციხე
12:00 -17:00 საათი - „შპს STUDIA N“-ის პროგრამა: საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სამხატვრო სკოლების გამოფენები (ახალციხე, ახალქალაქი, სამტრედია, ზუგდიდი, ამბროლაური, სოხუმი, ლენტეხი);
14:00 -17:00 საათი - „შპს STUDIA N“-ის პროგრამა: ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალი;
17:00-18:00 საათი - ქორეოგაფიულ ანსამბლ „ნაბადი-არტის“, ფოლკლორული ანსამბლების „ირმისას“ და „სამანის“ კონცერტი;
18:00-19:30 საათი- კონცერტი (ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, ქეთი გომართელი).
ბავშვთა დაცვის დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.
მისი მიზანი მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაა ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.