კულტურა
საჯარო ლექცია საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებზე
„ევროპა-საქართველოს ისტორიული სახლი“ თემაზე ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში, საჯარო ლექცია ჩატარდა. შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე უძღვებოდა. სულხან სალაძე მოსწავლეებსა და სტუდენტებს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებზე ესაუბრა.

ტრენინგის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლება და იმ ისტორიის გაცნობაა, რომელიც საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს ეხება. საჯარო ლექციის ბოლოს ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ენახათ საქართველოს კარტოგრაფიული რუკები, რომლებიც მცირე ტირაჟით ევროპაში იბეჭდებოდა.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


| Print |