კულტურა
ახალციხეში საპატიო მოქალაქის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხის მერიაში საპატიო მოქალაქეების კანდიდატურების დასახელება დაიწყო.

კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

უფლებამოსილი პირების მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შეტანა, 25 ივნისამდე გაგრძელდება.

კანდიდატის რეგისტრაციის წესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 ივნისის #44 დადგენილებით რეგულირდება.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული დამსახურება ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ახალციხის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ“.
| Print |