ორკილომეტრიან დისტანციაზე, სხვადასხვა კატეგორიებში, ოგონებსა და ვაჟებს შორის, გეზრბენი ახალციხის ცენტრიდან დაიწყო.
35-მდე მონაწილემ სტარტი 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლიდან აიღო. გეზრბენი ახალციხის ციხეზე დასრულდება.
შეჯიბრებაში მონაწილეობენ მოყვარულები, 45 წელს გადაცილებული ვეტერანები, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, 2002-2003 წ. დაბადებულები ახალგაზრდები, 2004 წელს დაბადებული და უმცროსი ასაკის ბავშვები და მძლეოსნები.
ტურნირში გამარჯვებულები შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან.