კულტურა
მძლეოსნებმა ახალციხის ცენტრიდან სტარტი აიღეს (ვიდეო)
ორკილომეტრიან დისტანციაზე, სხვადასხვა კატეგორიებში, ოგონებსა და ვაჟებს შორის, გეზრბენი ახალციხის ცენტრიდან დაიწყო. 35-მდე მონაწილემ სტარტი 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლიდან აიღო. გეზრბენი ახალციხის ციხეზე დასრულდება.

შეჯიბრებაში მონაწილეობენ მოყვარულები, 45 წელს გადაცილებული ვეტერანები, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, 2002-2003 წ. დაბადებულები ახალგაზრდები, 2004 წელს დაბადებული და უმცროსი ასაკის ბავშვები და მძლეოსნები.

ტურნირში გამარჯვებულები შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან.

ორკილომეტრიან დისტანციაზე, სხვადასხვა კატეგორიებში, ოგონებსა და ვაჟებს შორის, გეზრბენი ახალციხის ცენტრიდან დაიწყო.

35-მდე მონაწილემ სტარტი 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლიდან აიღო. გეზრბენი ახალციხის ციხეზე დასრულდება.

| Print |