კულტურა
აწყურის ტაძრის რესტავრაციისას კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს


კიდევ ერთი აღმოჩენა აწყურის ტაძართან. მუშებმა სავარაუდოდ, კანკელის ფრაგმენტს მიაკვლიეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს. 

"მეც ახლა შემატყობინეს. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი დეტალია. ქვაზე ნაკვეთია. ჩვენი სპეციალისტები ჩამოვლენ აწყურში და შეისწავლიან ადგილზე", - გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ. 

აწყურის ტაძრის რესტავრაციისას 24 ივნისს, ბაგრატ III-ის წარწერით, გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისი აღმოაჩინეს.
| Print |