კულტურა
აბასთუმნის ობსერვატორიაში ათიდან მხოლოდ 4 ტელესკოპი მუშაობს
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ტელესკოპებისა და ხელსაწყოების რიცხვი თანდათან მცირდება.

გასულ საუკუნეში, ციურ სხეულებს მეცნიერები 10 ტელესკოპით სწავლობდნენ, ახლა კი მათი რაოდენობა ოთხამდე შემცირდა.

ასტრონომი შოთა ინასარიძე ამბობს, რომ ობსერვატორიის ყველაზე დიდი - 125 მმ-იანი ტელესკოპის რეაბილიტაციისთვის მინიმუმ,  ნახევარი მილიონი ლარია საჭირო.

ციურ სხეულებს, მზის სისტემის პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები აზეტე 11-ის სახელით ცნობილი შენობიდან
აკვირდებოდნენ.

თავის დროზე ის პირველი ავტომატიზებული ტელესკოპი იყო მთელს საბჭოთა კავშირში, თუმცა დღეს ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აბასთუმანში არსებული 10–ივე ტელესკოპი გამოცვლას საჭიროებს.

ასტრონომები ამბობენ, რომ ,,ტელესკოპები ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. 1936 წელს გამოშვებული და აბასთუმანში 1956 წელს დადგმული უკვე მწყობრიდან გამოსულია. გამოსაცვლელია როგორც სიდიდის, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით. ტელესკოპის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია საჭირო, ახლის შესაძენად კი - 4 მილიონ დოლარამდე“.

მწყობრიდან გამოსული 6 ტელესკოპი ძირითადად, პლანეტების დაკვირვებაზე მუშაობდა.

აბასთუმნის ასტეოფიზიკური ობსერვატორია 1932 წელს, ყანობილის მთაზე აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა.

მას შემდეგ, მზის სისტემის პლანეტებზე დაკვირვება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.


| Print |