კულტურა
სათხის ახლადგახსნილ მუზეუმში ენზელ მკოიანის ფოტო გამოფინეს (ვიდეო)
სოფელ სათხაში, ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, შვილის არტურ ისოიანის დაფინანსებით 24 აგვისტოს გაიხსნა.

მუზეუმში, სოფლის ძველ ტრადიციულ საოჯახო ნივთებთან და ფოტოებთან ერთად, დეპუტატ ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებია გამოფენილი. ადგილობრივი ბიზნესმენი რუსეთში ცხოვრობს.


სოფელ სათხაში დაბადებული და გაზრდილი, ენზელ მკოიანი ფიქრობს, რომ მისი ფოტო და ჯილდოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისი წარმომავლობის გამო განათავსეს.


სათხაში, ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნას ენზელ მკოიანთან ერთად, სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ელჩები, ასევე ისოიანების ოჯახის სურვილია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუნიციპალიტეტს სიმბოლურად ფასად, ერთ ლარად გადასცენ.
| Print |