წიგნის – ,,მესხური ფოლკლორის“ პრეზენტაცია ახალციხეში. ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორის, ავთანდილ ბერიძის წიგნი, მესხ საზოგადოებას დღეს წარუდგინეს. წიგნში თავმოყრილია მესხური ფოლკლორის ნიმუშები. კრებულში ხალხურ ლექსებს, აშუღურ პოეზიასა და თანამედროვე სახალხო მთქმელებს შეხვდებით.
ავთანდილ ბერიძე სქელტანიან წიგნზე ხუთი წელი მუშაობდა. მასალები სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივებისგან შეაგროვა. წიგნში ასევე შესულია არქივებსა და მუზეუმებში დაცული ნაშრომები. წიგნი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცია, სადაც მისი პრეზენტაცია უკვე გაიმართა.
ავთანდილ ბერიძე მესხური ფოლკლორის შესახებ, კიდევ ერთ წიგნზე მუშაობს.