კულტურა
V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მესხეთის თეატრში 28 სპექტაკლს უჩვენებენ
13 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, მესხეთის თეატრის სცენაზე ეროვნული დრამატურგიის 28 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები, მაყურებელს დასწრება ბილეთისა და აბონემენტის საშუალებით შეუძლით.

ერთი აბონემენტის ფასი 25 ლარია და 14 სპექტაკლზე დასწრებაა შესაძლებელი. ბილეთის ფასი კი თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად 5 ლარია.
მსურველებს აბონემენტის შეძენა თეატრის ადმინისტრაციაში უკვე შეუძლიათ. ისინი სასურველ 14 სპექტაკლს თავად შეარჩევენ.
გთავაზობთ სპექტაკლების განრიგს დღეების მიხედვით:

13 სექტემბერი – თბილისის თავისუფალი თეატრი – ავთანდილ ვარსიმაშვილის „ზღაპარი იგი, მათრობს და მხიბლავს. რეჟ. მაია დობორჯგინიძე;
14 სექტემბერი – ქუთაისი ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი – ლალი კეკელიძის „იქ სადაც ჩემი სახლია“. რეჟისორი კახა გოგიძე;
15 სექტემბერი – თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი–ოთარ ქათამაძის „აივანი“. რეჟ. ირაკლი გოგია;
16 სექტემბერი – ქ. სენაკის ა.ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“. რეჟ. კახა გოგიძე;
17 სექტემბერი – ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც ცისარტყელას მიღმა“. რეჟ. ქეთი დოლიძე;
18 სექტემბერი – ქ.გორის გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
19 სექტემბერი – ქ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი – დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“. რეჟ. გიორგი კავილაძე;
20 სექტემბერი – უკრაინა, ქ ხერსონის ნ. კულიშას სახელობის დრამატული თეატრი – ვოლოდიმირ ზუევის „სიცარიელე“. რეჟ.სერგეი პავლიუკი;
21 სექტემბერი – ქ. ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ავთანდილ ვარსიმაშვილის „ზამთარი იგი“. რეჟ. კახა გოგიძე;
22 სექტემბერი – ქ. ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი – ნოდარ დუმბაძის „დიდრო“. რეჟ.კახა გოგიძე;
23 სექტემბერი – ქ. დმანისის ზ. კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი– სულხან–საბა ორბელიანის „სიბრძნე–სიცრუისა“. რეჟ. თამარ ხიზანიშვილი;
24 სექტემბერი – უკრაინა, ქ ნიკოლაევის აკადემიური მხატვრული დრამატული თეატრი – პაველ ერიეს „ფერები“. რეჟ. ალექსეი პავლიშჩევი;
25 სექტემბერი – ქ.ცხინვალის ივ. მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – მანანა გეგეჭკორისა და გოჩა კაპანაძის „ალი და ნინო“. რეჟ. გოჩა კაპანაძე (ყურბან საიდის ნაწარმოების მიხედვით);
26 სექტემბერი – სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – დავით საყვარელიძის „იაკიში და პუპჩე“ რეჟ. დ. საყვარელიძე;
27 სექტემბერი – ქ. რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრი–ნინო სადღობელაშვილის „დაბადების დღე“. რეჟ. სოსო ნემსაძე;
28 სექტემბერი – პოლონეთი ქ. ჟეშევას თეატრი – თომას მანის „მოგზაურობა“. რეჟ. ანეტა ადამსკ–შუკალა;
29 სექტემბერი – ქ. ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი – ნ. საბაშვილის „ერთხელ საქართველოში“. რეჟ. ნიკოლოზ საბაშვილი;
30 სექტემბერი – ქ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – პოლიკარპე კაკაბაძის „ასულნი“. რეჟ. რობერტ სტურუა;
2 ოქტომბერი – ბელორუსი; ქ. მინსკის დრამის რესპუბლიკური თეატრი – ავგუსტ სტრინდბერგის „პელიკანი“. რეჟ. ალექსანდრე გარცუევი;
3 ოქტომბერი – ბელორუსი, ქ. მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“. რეჟ.დიმიტრი ხვთისიაშვილი;
4 ოქტომბერი – ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრი – ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“. რეჟ. გელა ისიანი;
5 ოქტომბერი – ყაზახეთის ქ. პეტროპავლოვსკის დრამატული თეატრი – ჟანაიდაროვ ოლჟასის „ჯუტი". რეჟ. თიმურ კარიმჟანოვი;
6 ოქტომბერი – ქ. თბილისის ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი – მამუკა სალუქვაძის „სიმარტოვე“ (19:00). რეჟ დიმიტრი ხვთისიაშვილი. ამავე დღეს მეორე სპექტაკლი „ოდისეა“. (16:00 საათი);
7 ოქტომბერი – ქ. თბილისი თეატრი „გლობუსი“ – სანდრო მრევლიშვილის „უსაზღვრობა დროთა“. რეჟ. ს. მრევლიშვილი;
8 ოქტომბერი – ქ. თბილისის პ. ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი–ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“. რეჟ. არმენაკ ბაიანდურიანი;
9 ოქტომბერი – ქ. თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ილია ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანი?!“. რეჟ. ლევან წულაძე;
10 ოქტომბერი – ქ. თბილისის მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი – ლაშა ბუღაძის „შვიდი პატარა პიესა“. რეჟ. ზურაბ გეწაძე;
11 ოქტომბერი – მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ჯანრი კაშიას „მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“. რეჟ. გიორგი შალუტაშვილი.

| Print |