კულტურა
11 სექტემბრიდან პროექტი – „ოპერა რეგიონებში“ იწყება
11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას საოპერო წარმოდგენების ადგილზე მოსმენის შესაძლებლობა ექნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი „ოპერა რეგიონებში“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. პროექტი ემსახურება საოპერო ხელოვნების გაცნობას იმ მოსახლეობისთვის, ვისაც დედაქალაქში ჩასვლის და ოპერის თეატრში სპექტაკლებზე დასწრების საშუალება არ აქვს.

კამერული, ე.წ. სალონური ოპერა საქართველოში სიახლეა. აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას საშუალება ექნება ნახოს რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმული კამერული ოპერა – ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი”.

წარმოდგენების განრიგი:

24 სექტემბერი
ახალქალაქი (ჯავახეთი), კულტურის სახლი
მისამართი: ჩერენცის ქ. 13
დასაწყისი: 19:00

11 სექტემბერი
ბათუმი, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლა, დიდი საკონცერტო დარბაზი.
მისამართი: დიმიტრი თავდადებულის 20
დასაწყისი: 19:00

14 სექტემბერი
ზუგდიდი, მოსწავლე-ახაგაზრდობის სასახლე
მისამართი: მეუნარგიას ქ. 6
დასაწყისი: 17:00

15 სექტემბერი
ჭიათურა, ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი
მისამართი: ი.ჭავჭავაძის ქ. 15
დასაწყისი: 15:00

16 სექტემბერი
თბილისი, კულტურის ცენტრი “მუზა”
მისამართი: მერაბ ბერძენიშვილის ქ. 1
დასაწყისი 19:00

18 სექტემბერი
დუისი (პანკისის ხეობა) კულტურის სახლი
დასაწყისი: 15:00

19 სექტემბერი
ნიქოზი, კულტურის ცენტრი
დასაწყისი: 16:00

20 სექტემბერი
რუსთავი, დრამატული თეატრი,
მისამართი: ფიროსმანის ქ. 7
დასაწყისი 19:00

| Print |