კულტურა
სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლს მართავს
დღეს, 16 სექტემბერს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრში ქ. სენაკის ა.ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგოს“ ჩვენებას გამართავს.

სპექტაკლი V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

13 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, მესხეთის თეატრის სცენაზე ეროვნული დრამატურგიის 28 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები, მაყურებელს დასწრება ბილეთისა და აბონემენტის საშუალებით შეუძლიათ

ერთი აბონემენტის ფასი 25 ლარია და 14 სპექტაკლზე დასწრებაა შესაძლებელი. ბილეთის ფასი კი თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად 5 ლარია.

მსურველებს აბონემენტის შეძენა თეატრის ადმინისტრაციაში უკვე შეუძლიათ. ისინი სასურველ 14 სპექტაკლს თავად შეარჩევენ.
| Print |