კულტურა
მესხეთის თეატრში სპექტაკლს უკრაინული დასი გამართავს
ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. დღეს, 20 სექტემბერს, ფესტივალის მერვე დღეს, მაყურებლის წინაშე უკრაინის ქალაქ ხერსონის ნ. კულიშას სახელობის დრამატული თეატრი წარსდგება. ვლადიმირ ზუევის სპექტაკლის „სიცარიელე“ რეჟისორი სერგეი პავლიუკია. დასი უკვე ახალციხეშია და წარმოდგენისთვის ემზადება.

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 ლარია.
| Print |