კულტურა
"შოთაობა" წელს ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება
ასპინძაში პოეზიის სახალხო დღესასწაულისთვის ემზადებიან. "შოთაობა" 28 სექტემბერს, შვიდი წლის შემდეგ ისევ სოფელ რუსთავში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.

პროგრამით გათვალისწინებულია ადგილობრივი წარმოების პროდუქტისა და ხალხურო რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში.

გაიმართება ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

"შოთაობა" რეგიონის შემოქმედებითი ჯგუფების მიერ გამართული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

„შოთაობის“ ტრადიციას საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. დღესასწაულის აღნიშვნა 1990–იანი წლებიდან შეწყდა. მოგვიანებით, 2008 წელს სოფელ რუსთავში ტრადიცია აღდგა. 2013 წლიდან სახალხო ზეიმის ვარძიაში გადაინაცვლა. წელს "შოთაობას" ისევ რუსთავში აღნიშნავენ.
| Print |
თეგები: შოთაობა /