კულტურა
სუპერ-ფუმფულა შოკოლადის ლავა-ფანქეიქები



ინგრედიენტები

  • ცხელი ნაღები - 1 ჭიქა
  • შოკოლადის დროპსები - 1 ჭიქა
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • შაქარი - 2 ს/კ
  • გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
  • რძე - 1 1/2 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • კვერცხის ცილა - 4 ცალი
  • კარაქი ან ზეთი - შესაწვავად
  • თაფლი - სერვირებისთვის

მომზადების წესები

ცხელ ნაღებში ჩაყარეთ, აურიეთ ერთვაროვანი მასის მიღებამდე. გაშლილი ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, დაალაგეთ მრგვალი, ოდნავ ღრმა ფორმები და ჩაასხით შოკოლადის მასა. გააჩერეთ, რომ ოდნავ გამკვრივდეს, შემდეგ კი მოხსენით ფორმები და შედგით მაცივარში 15 წუთით.

ჯამში ათქვიფეთ 2 კვერცხის გული, 2 კოვზი შაქარი და 2 ს/კ გამდნარი კარაქი. დაუმატეთ 1 ჭიქა რძე და კვლავ ათქვიფეთ. საცერის მეშვეობით ჩაყარეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. აურიეთ კარგად.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა, ამოიყვანეთ ბეზე. შეურიეთ ცომის ძირითად მასას და აურიეთ ხის ნიჩბით.

გაახურეთ ტაფა ცეცხლზე, გაადნეთ ზედ ცოტაოდენი კარაქი, ან წაუსვით ზეთი. ღრმა ჩამჩით დაასხით ფანქეიქის ცომი, შუაგულში ჩადეთ შოკოლადის რგოლი, ოდნავ დააწექით რომ ცომში ჩაეფლოს, ზედაპირი შეავსეთ ფანქეიქის ცომით, რათა მთლიანად დაიფაროს შოკოლადი. დააფარეთ ტაფას თავსახური და აცხვეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაბრუნეთ და დაბრაწეთ მეორე მხრიდანაც. ამ წესით გამოაცხვეთ ყველა ფანქეიქი.

სუფრასთან მიიტანეთ კარაქთან და თაფლთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!
| Print |