კულტურა
კვარტეტი „ძმანო“ ჰოლანდიაში ტურნეს იწყებს
ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთის“ კვარტეტი „ძმანო“ გასტროლზე მიდის. ოთხი ახალციხელი მომღერალი ჰოლანდიაში 16 კონცერტს გამართავს. ტურნე ოქტომბერშია დაგეგმილი.

„დეტალები და განრიგი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა ვიცით, რომ კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში გვექნება. ერთი დაგეგმილია ქართულ დიასპორასთან, ორი ამსტერდამში. პირველი კონცერტი ოთხ ოქტომბერს გაიმართება, ბოლო კი სამ ნოემბერს“, - ამბობს კვარტეტის წევრი ზურა ინასარიძე.

მესხი მომღერლები ჰოლანდიელმა ქალმა იოკე ვან დერ ვეიდმა მიიწვია. მისივე მიწვევით, „ძმანომ“ კონცერტები ჰოლანდიაში შარშანაც გამართა. წელს კვარტეტის ოთხ წევრთან ერთად, მომღერალი მამა-შვილი სამყურაშვილებიც გაემგზავრებიან.
| Print |