კულტურა
უკრაინის დრამატული თეატრი ახალციხეში სპექტაკლს გამართავს
ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მე-12 დღეს, მესხი მაყურებლის წინაშე უკრაინის ქ. ნიკოლაევის აკადემიური სამხატვრო დრამატული თეატრალური დასი წარსდგება.

24 სექტემბერს მსახიობები მესხეთის თეატრის სცენაზე  პაველ არიეს "ფერებს" ითამაშებენ. სპექტაკლის რეჟისორი ალექსეი პავლიშევია. 

თანამედროვე უკრაინელი დრამატურგის პავლე არიეს მოთხრობის მიხედვით, სპექტაკლის გმირი ხუთი სხვადასხვა ასაკის, მსოფლმხედველობის და სოცილაური სტატუსის მქონე ქალია. 

სპექტაკლი 19 სთ-ზე დაიწყება, ბილეთის ღირებულება ხუთი ლარია.
| Print |