კულტურა
,,შოთაობის" აღნიშვნა გადაიდო
უამინდობის გამო, დღეს 28 სექტემბერს, სოფელ რუსთავში სახალხო დღესასწაული აღარ გაიმართება. 

ამის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ ფეისბუქ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„ასპინძის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას აცნობებს, სოფელ რუსთავში დაგეგმილი სახალხო დღესასწაული ,,შოთაობა-2019’’ უამინდობის გამო, სრული პროგრამით ნაცვლად 28 სექტემბერისა გაიმართება კვირას, 29 სექტემბერს. გთხოვთ მობრძანდეთ".

რა ელოდება პროგრამის მიხედვით "შოთაობას" სტუმრებს:

  • საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;

  • ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;

  • მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ;

  • გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება;

  • კულტურული ღონისძიებების პარალელურად, იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.
| Print |