კულტურა
"შოთაობა" დღეს გაიმართება
გუშინ, უამინდობის გამო "შოთაობის" დღესასწაული გადაიდო.

28 სექტემბრის ნაცვლად ის, დღეს, 29 სექტემბერს ჩატარდება.

პროგრამით გათვალისწინებულია:

საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;

ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;

მესხური ტრადიციებისა და სამზარეულოს წარმოჩენის მიზნით, მესხური ოდა-პავილიონების მოწყობა, სადაც ასპინძის მუნიციპალტეტში შემავალი სოფლები, სტუმრებს ტრადიციულ სამზარეულოს გააცნობენ;

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება;

კულტურული ღონისძიებების პარალელურად, იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც: ქართული ჭიდაობაში, ჯილდაობასა (ქვის აზიდვა) და მაკლავჭიდში.
| Print |