კულტურა
როგორ მიმდინარეობს "შოთაობა" (ფოტო)
შოთაობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება 13:00 სთ-ზე დაიწყება. ამ წუთებში, სოფელ რუსთავში პროგრამით გათვალისწინებული ადგილობრივი წარმოების პროდუქტისა და ხალხურო რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.



მოეწყო სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და ქვის აზიდვაში.

„შოთაობის“ ტრადიციას საფუძველი 1966 წელს ჩაეყარა. დღესასწაულის აღნიშვნა 1990–იანი წლებიდან შეწყდა. მოგვიანებით, 2008 წელს სოფელ რუსთავში ტრადიცია აღდგა. 2013 წლიდან სახალხო ზეიმის ვარძიაში გადაინაცვლა. წელს "შოთაობას" ისევ რუსთავში აღნიშნავენ.

სოფლის შესასვლელში, სადაც დღესასწაულის აღნიშვნა მიმდინარეობს, საბავშვო კუთხეცაა მოწყობილი. 14:00 საათზე საზეიმო კონცერტი დაიწყება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მოგვიანებით კი გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებს დაჯილდოებენ.



პოეზიის სახალხო დღესასწაული 17:00 სთ-ზე დასრულდება.
| Print |