კულტურა
კინოთეატრი, სადაც მდიდრებს და ღარიბებს ცალ-ცალკე შესასვლელი ექნებათ
კინოთეატრი აპოლო რესტავრაციის გეგმაზე მუშაობს. როგორც "აპოლოს" მფლობელები აცხადებენ, კინოთეატრს ორი იარუსი ექნება.

მცირეშემოსავლიანი ხალხი მეორე იარუსზე განთავსდება. მდიდრებისთვის კი ქვედა იარუსზე იქნება, სადაც მოწყობილი იქნება ბარი, რესტორანი.

ამის შესახებ არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა გადაცემა "რეალურ სივრცეში" ისაუბრა.

„პარტერის და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არ ხვდება. ზედა იარუსი მთლიანად სკამებია. ეს არის დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის" - აღნიშნა არქიტექტორმა.

| Print |