კულტურა
ნახეთ, ნორვეგიული ანსამბლის კონცერტი ახალციხის ციხეზე (ფოტო რეპორტაჟი)
დღეს, 7 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის ანსამბლმა ,,კურიგეო"”-მა, ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,მესხეთმა", ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ლომსიამ" და ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა კონცერტი გამართეს.

ნორვეგის ანსამბლმა, ნორვეგიულ -ხალხურ და სხვადასხვა პოპულარულ სიმღერებთან ერთად , მაყურებელს ქართულ-ხალხური რეპერტუარიც შესთავაზეს.

„კურიგეო“ სამხრეთ-აღმოსავლეთი ნორვეგიის სხვადასხვა გუნდების 60 მომღერლისგან შედგება.

ისინი ძირითადად ოფლანდის, ჰედემარკის რეგიონების და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს გუნდებში მღერიან.

გუნდი სახელს იმის მიხედვით ირქმევს, რომელ ქვეყანაშიც უწევს მოგზაურობა.

მათ მოიარეს სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, ჩილე, არგენტინა, ჩინეთი, ავსტრალია და კუბა.

| Print |