კულტურა
ლია სულუაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს (ვიდეო)
V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მესხეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მოულოდნელი სიხარული იყო ჩემთვის. ბედნიერი ვარ, ეს არამხოლოდ ჩემი დამსახურება, არამედ ჩემი კოლეგების, მაყურებლისა და თანამშრომლების დამსახურებაცაა",- ამბობს ლია სულუაშვილი.

ადგილობრივი მსახიობები მაყურებლის წინაშე ჯანრი კაშიას სპექტაკლით - "მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ" წარსდგნენ, რომლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია.

| Print |