კულტურა
კვარტეტი ,,ძმანო" ამსტერდამში ტურნეს განაგრძობს (ვიდეო)
ფოლკლორულ ანსამბლ „მესხეთის“ კვარტეტი „ძმანო“ ჰოლანდიაში ტურნეს განაგრძობს. 17 ოქტომბერს, ამსტერდამის რადიომ NH RADIO, კვარტეტი ,,ძმანო" პირდაპირ ეთერში მიიწვია.

გასტროლის ფარგლებში, ახალციხელი მომღერლები, ჰოლანდიაში სულ 16 კონცერტს გამართავენ. ვიდეოს ანსამბლის წევრი ზურა ინასარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კონცერტები სხვადასხვა ქალაქებში გვაქვს. ერთი დაგეგმილია ქართულ დიასპორასთან, ორი ამსტერდამში. პირველი კონცერტი ოთხ ოქტომბერს გაიმართება, ბოლო სამ ნოემბერს“, - ამბობს კვარტეტის წევრი ზურა ინასარიძე.

მესხი მომღერლები ჰოლანდიელმა ქალმა იოკე ვან დერ ვეიდმა მიიწვია. მისივე მიწვევით, „ძმანომ“ კონცერტები ჰოლანდიაში შარშანაც გამართა. წელს კვარტეტის ოთხ წევრთან ერთად, მომღერალი მამა-შვილი სამყურაშვილებიც გაემგზავრნენ.

მესხმა მომღერლებმა, ქართული ფოლკლორით დაინტერესებულ პირებს, ხალხურ სიმღერები გააცნეს.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო 12 კონცერტი, თუმცა მსმენელთა მოთხოვნის გამო, რამდენიმე გამოსვლა დაემატა.

კვარტეტი "ძმანო" სამშობლოში 4 ნოემბერს დაბრუნდება.



| Print |