კულტურა
ახალციხეში ცნობილი მომღერლების კონცერტი გაიმართება


ქალაქ ახალციხეში ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების კონცერტი დაიგეგმა. 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, "ახალციხის ციხეზე" ნინო ჩხეიძე, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე და ირაკლი ნოზაძე იმღერებენ.კონცერტში მონაწილეობას მიიღებს DJ მარგო ლუჩკო. 

"ორგანიზატორი ახალციხის მერიაა, მონაწილეებთან მოლაპარაკებები დასრულებულია, ერთ ლამაზ დღეს მოვუწყობთ ახალციხელებს. რა დაჯდება - ამას ჯერ ვერ გეტყვით. სავარაუდო თანხა ვიცით, თუმცა თავს შევიკავებ დასახელებისგან, სანამ ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ", - გვითხრა მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა.

| Print |