კულტურა
„შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია
დიმიტრი ცინცაძის ფილმმა „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი მოიგო. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჯილდო გადაეცა სურათის რეჟისორსაც.

შეგახსენებთ, რომ „შინდისი“, რომელიც 2008 ომის გმირების შესახებ მოგვითხრობს, საქართველოს სახელით,„ოსკარზეა“ წარდგენილი. „მარკეტერის“ მკითხველმა, ცოტა ხნის წინ, ფილმის შექმნის ისტორიაც გაიცნო.
| Print |