კულტურა
,,სუნთქვა პოეტისა" - ახალციხეში, ელენე დიდიმამიშვილის საღამო გაიმართება
დღეს, 25 ოქტომბერს, 16:00 საათზე მესხეთის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, ელენე დიდიმამიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, პოეტის წიგნის - „სუნთქვა პოეტის“ პრეზენტაცია გაიმართება.

„სუნთქვა პოეტისა“ - 450-გვერდიანი წიგნია, რომლის გამოცემაც პოეტს სიცოცხლეში სურდა, თუმცა ვეღარ მოასწრო. ახალციხის მერიამ 200 ეგზემპლარის ბეჭდვისთვის ტენდერი ჯერ 19 მარტს გამოაცხადა, მაგრამ არ შედგა. მეორედ ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე 1-ელ აპრილს განთავსდა.

წიგნისთვის 5 400 ლარია გამოყოფილი. გამარჯვებულმა კომპანიამ კრებულთან ერთად 2019-2020 წლების 200 ცალი კალენდარი უნდა დაბეჭდოს.

მესხი პოეტი ელენე დიდიმამიშვილი 1919 წლის 15 აპრილს, საზოგადო მოღვაწის ზაქარია დიდიმამიშვილის ოჯახში დაიბადა. მუშაობდა ბიბლიოთეკაში, სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად, გაზეთ „წითელ დროშაში“, მესხეთის თეატრში, მუზეუმში დირექტორად.

რამდენჯერმე გამოიცა მისი ლექსები, ჩანაწერები და წერილები.

ელენე დიდიმამიშვილი 1997 წელს გარდაიცვალა.


ასევე, დაგაინტერესებთ:

"მესხეთის მარგალიტი"

ელენე დიდიმამიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე წიგნი გამოიცა
| Print |