კულტურა
ქართულ ენაზე შესრულებული "სულიკო"-ბორჯომმა ესტონურ ფოლკლორულ გუნდს უმასპინძლა (ვიდეო)
ბორჯომმა, ესტონურ ფოლკლორულ გუნდს უმასპინძლა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სცენაზე, მსმენელის წინაშე INTA-ს მომღერალთა გუნდი წარსდგა. შეასრულეს ხალხური სიმღერები, ბოლოს კი ადგილობრივებს სიურპრიზი მოუწყეს და "სულიკო" ქართულად იმღერეს. მასპინძელი ქვეყნის ენაზე შესრულებულ სიმღერას დიდი ოვაციები და მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.
| Print |