კულტურა
ახალციხეში მხატვარ რევაზ ხითარიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ადგილობრივი მხატვრის, რევაზ ხითარიშვილის 20-მდე ფერწერული ტილო და ქვის სკულპტურები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინა. მხატვრის პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტის რექტორმა და მოადგილემ გახსნა.

ღონისძიებას სტუდენტები, უნივერსიტეტის თანამშრომლები და ხელოვნების წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნისას დაანონსდა უნივერსიტეტის მუზეუმში, ხელოვანთა კლუბის ჩამოყალიბება.

რევაზ ხითარიშვილი ქალაქ ვალეში ცხოვრობს. იგი წლების წინ თსუ ახალციხის ფილიალში სტუდენტებს სახვითი ხელოვნებას ასწავლიდა. მხატვარი არაერთი გამოფენისა და კონკურსის მონაწილეა. მისი ნამუშევრები შეძენილი აქვთ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის კოლექციონერებსა და მხატვრობის მოყვარულებს.

| Print |