თავშეყრის ადგილი, რომელიც ახალგაზრდებს არ აქვთ, შესაძლოა ქალაქის კულტურის სახლი იყოს. თუმცა აქ გაკვეთილების შემდეგ მხოლოდ 20 მოზარდი მოდის. მსურველებს ფანდურის, გიტარის, ფორტეპიანოსა და ხალხური ცეკვის შესწავლა, ერთი პირობით შეუძლიათ. მუსიკალური ინსტრუმენტი მოსწავლემ უნდა მიიტანოს. აქ მხოლოდ ფორტეპიანო დგას.