კულტურა
წერილი ძალადობის მსხვერპლს - სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოცხადდა


„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა დაწერონ წერილი, რომლის ადრესატიც გენდერული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

წერილი, სხვა თემატურ საკითხებთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს:
• მსხვერპლის თანადგომას და მხარდაჭერას;
• რჩევას, თუ როგორ დაიცვას თავი მსხვერპლმა გენდერული ნიშნით ან ოჯახში ძალადობიისგან;
• მოსაზრებას, რატომ უნდა აიმაღლოს ხმა მსხვერპლმა ძალადობის წინააღმდეგ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებში.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
- პირველი ადგილი: 300 ლარი;
- მეორე ადგილი: 200 ლარი;
- მესამე ადგილი: 100 ლარი;
- ჟიურის რჩეული: 100 ლარი;

წერილების მიღების ბოლო ვადა 15 დეკემბერია. ნაშრომის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ტექნიკური სახის მოთხოვნებისა და პირობების შესახებ დაუკავშირდით 591 315 136 ქეთი სიბაშვილი
.
| Print |