კულტურა
ახალციხის ციხეზე ადიგენელი ფრიდონ ბოლქვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
„იჯარეთელის“ ნახატების გამოფენა ახალციხეში პირველად მოეწყო. 47 ნამუშევარი ახალციხის ციხის ციტადელში 10 დღე დარჩება. თითქმის ყველა ტილო პოსიმპერისტული, მისტიკურ-მონუმენტური სახისაა და ერთი კოლექციის ქვეშ ერთიანდება - „ექსპერიმენტალ“.

ფრიდონ ბოლქვაძე ადიგენის სოფელ იჯარეთში დაიბადა, ფსევდონიმს „იჯარეთელს“ სწორედ ამის გამო ატარებს. სწავლობდა ლელოვნის და ახალციხის #2 საშუალო სკოლაში. შემდეგ ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, მისი დასრულების შემდეგ ადიგენში, სამხატვრო სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, სადაც რეკლამებსა და პლაკატებს აკეთებდა.

ამის შემდეგ გადაწყვიტა ჩაებარებინა სამხატვრო აკადემიაში. ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე მუშაობა 1985 წლიდან დაიწყო. „იჯარეთელი“ ამჟამად ბათუმში ცხოვრობს.

ახალციხეში გამოფენა მოაწყო პირველად, ასევე ჰქონდა გამოფენები სხვადასხვა ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ანკარა და რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში.

მომავალში, ინგლისში წასვლას და გაზაფხულზე პერსონალური გამოფენით კონკურსში მონაწილეობას გეგმავს. 

დამთვალიერებელს „იჯარეთელის“ ნამუშევრებს დათვალიერება ახალციხის ციხის ციტადელზე 12 დეკემბრამდე შეეძლება.

| Print |