კულტურა
თოჯინების თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა (ვიდეო)
ახალციხის თოჯინების თეატრში სპექტაკლი ,,ყინულის დედოფალი“ ჩატარდა, რომელსაც პატარებთან ერთად ყველა იმ დაწესებულების წარმომადგენელი ესწრებოდა, ვინც ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული. სპექტაკლი პროექტის „ჩვენ ვაშენებთ მომავალს“ ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა მეხუთე და მეშვიდე საჯარო სკოლების დამეგობრებას. ,,ყინულის დედოფლის“ მსახიობებიც ძირითადად ამ ორი სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

პროექტის განხორციელება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხარისხის ამაღლებას ემსახურება. პროექტის კოორდინატორის მანანა იაძის თქმით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა მოზარდებისთვის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა იყო.

სპექტაკლი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია რეჟისორი ვახტანგ ქორიძე, ახალციხის თოჯინების თეატრში, 17:00 სთ კიდევ ერთხელ გაიმართება. მომავალში ორგანიზაცია, მსგავსი პროექტების წარდგენას ახალგაზრდებისთვის, ილიაუნის მცირე დარბაზში გეგმავს.


| Print |