ორი ჯუჯა და საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში (ვიდეო)
20:11 / 26.12.2019
დღეს, 26 დეკემბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში საახალწლო კონცერტი ჩატარდა.
17:00 საათზე ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგა „ორი ჯუჯა“ - ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად. ასევე იმღერა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთი“.
,,მესხეთის" შემდეგ ნინო გველესიანის, Dudey-ს და მარიამ ნანობაშვილის მონაწილეობით კონცერტი დაიწყო. პარალელურად გაიმართება საქველმოქმედო აქცია ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად.