კულტურა
ახალციხეს სანტა კლაუსი ესტუმრა (ვიდეო)
ახალციხეში საახალწლო დღეები გრძელდება, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილმა პატარებმა დღეს ნამდვილი სანტა კლაუსი გაიცნეს.

ლაპლანდიელი სანტა, რომელიც მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია, ელფებთან ერთად ეწვია ახალციხეს, ადგილობრივებს ახალი 2020 წლის დადგომა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სადღესასწაულო პროგრამის შემდეგ ბავშვების საყვარელმა ზღაპრულმა გმირმა სამახსოვრო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

ლაპლანდიელმა სანტა კლაუსმა, ელფების თანხლებით, მოგზაურობა 31 დეკემბერს დაიწყო და 9 იანვრამდე საქართველოს ყველა რეგიონს ესტუმრება.

პროექტის ინიციატორები არიან ,,საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია“ და ,,ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი“, ხოლო ახალციხეში, სანტა-კლაუსის სტუმრობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.



| Print |