კულტურა
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

 

დღეს, 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. საქართველოში პირველი სპექტაკლი 170 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიდგა.

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა.

პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა – “ბერიკაობა”, მოგვიანებით – “ყეენობა”.

მიუხედავად ამისა, ქართული თეატრის ისტორიაზე საუბრისას პირველად მაინც XIX საუკუნის ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი და მისი პიესა “გაყრა” გვახსენდება, რომლითაც 170 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ქართულ თეატრს.

1850 წლის 14 იანვარს თბილისში პიესა “გაყრა” დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.

როგორც პროფესორი ვასილ კიკნაძე განმარტავს, გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღევანდელი თბილისის №1 სკოლა) შენობაში დადგა პირველი სპექტაკლი, რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად იყო და სპექტაკლში ერთ-ერთი პერსონაჟის, სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა. 

სამცხე-ჯავახეთში კი, 80 წელზე მეტია მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ფუნქციონირებს.

ახალციხეში პროფესიულ თეატრს საფუძველი ჩეყარა 1936 წელს. სამამულო ომის პერიოდში, 1941- 42 წლებში თეატრმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. 

1950 წელს თეატრი დაიხურა, ხოლო 1967 წლის იანვარში კვლავ აღდგა და მესხეთის სახელმწიფო თეატრის სახელწოდება მიიღო.

| Print |