კულტურა
უნივერსიტეტის მუზეუმში რამაზ კორშიას ნამუშევრები გამოიფინა
ახალციხეში რამაზ კორშიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მხატვარ-რესტავრატორის ნამუშევრები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში განთავსდა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მუზეუმში წარმოდგენილი მისი 30-მდე ნამუშევარი ენახათ, რომელიც ახალციხეში თვის ბოლომდე დარჩება.

3 თებერვალს წმ.მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით რამაზ კორშიას პერსონალური გამოფენა უკვე ცაგერში გაიხსნება. მხატვარ-რესტავრატორი ძირითადად ფერწერაში, ქანდაკებაში, გრაფიკაში, ლითონზე, ჭედურობასა და მინანქარში მუშაობს.

ავტორი საკუთარი იდეით შექმნილ ნამუშევრებს არ ყიდის, თუმცა შეკვეთებს იღებს.

მხატვარ-რესტავრატორი ამჟამად აწყურისა და ბიეთის ეკლესიების რესტავრაციასა და ეკლესიის კარების, ხატებისა და სხვა მასალებზე მუშაობს.

| Print |