კულტურა
მესხეთის თეატრი გორში ორი სპექტაკლის ჩვენებას გამართავს

 

მესხეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გორში გასტროლი დაგეგმა. 20 და 21 თებერვალს, მესხი მსახიობები ერისთავის თეატრში მაყურებლის წინაშე, ორი სპექტაკლით წარსდგებიან.

20 თებერვალს შადიმან შამანაძის - "ღია შუშაბანდს" ითამაშებენ, 21 თებერვალს კი - ედუარდ ოლბის "რა მოხდა სამხეცეში" მიხედვით, ფსიქოლოგიურ დრამას - "ზოოპარკის ისტორია", რომელზე დასწრებაც 18 წელზე უფროს პირებს შეუძლიათ.

 

| Print |