კულტურა
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა

 

საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება ყოველწლიურად, 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს 150 ქვეყნის მუზეუმში ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობოდა. წელს პირველი წელია, როცა თარიღი ტრადიციული ღონსძიებებით არ აღინიშნება. 

ამ პროფესიული დღის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 1977 წელს მოსკოვში, მუზეუმების საერთაშორისო კავშირის მე-11 გენერალურ კონფერენციაზე მიიღეს.

"სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის მისია განუსაზღვრელია. იგი ინახავს, იკვლევს და ფართო საზოგადოებას აცნობს ჩვენი კუთხის ათასწლოვან ისტორიას. მესხი ხალხი მადლიერი უნდა ვიყოთ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მუზეუმი შეგვიქმნა. ივანე გვარამაძემ საოჯახო მუზეუმის დაფუძნებით გადაარჩინა ჩვენი მდიდარი ისტორია. მისი ვაჟის კონსტანტინეს ძალისხმევით კი სახელმწიფო მუზეუმი დაარსდა. .. ათწლეულების განმავლობაში მუზეუმელის საპატიო და საპასუხისმგებლო საქმიანობას ღირსეულად ემსახურებოდნენ თაობები. იყო მუზეუმელი ე.ი. იყო შენი სამშობლოს სამსახურში - ეს დიდი პატივიც არის და უდიდესი პასუხისმგებლობაც",
- ასე ულოცავს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის თანამშრომელი, ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი კოლეგებს 18 მაისს.

 

| Print |
თეგები: მუზეუმის დღე /