კულტურა
თოჯინების თეატრის სპეციფიკაა, რეპეტიციებს დისტანციურად ვერ გაივლი - მსახიობი

 

კორონავირუსის პანდემიამ ახალციხის თოჯინების თეატრის ცხოვრებაც დააპაუზა. მსახიობები სამი თვეა, არც სპექტაკლებს დგამენ და ვერც რეპეტიციებს გადიან. თოჯინების თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლები ვერც დისტანციურად მუშაობენ, როგორც ამას სხვა თეატრები აკეთებენ, რომლებიც ახალი სპექტაკლებისთვის ონლაინ რეპეტიციას ახერხებენ. თოჯინების თეატრის შემთხვევაში, მსახიობს სახლში მხოლოდ ტექსტის სწავლა შეუძლია, რადგან სპექტაკლისთვის მზადება ინვენტარის და თოჯინების გარეშე შეუძლებელია.

 


| Print |