კულტურა
IX საუკუნის ძეგლის დაზიანება მძიმე ტექნიკის უნებართვოდ ჩარევამ გამოიწვია - ძეგლთა დაცვის პოზიციას გომანში არ ეთანხმებიან

 

ახალქალაქის სოფელ გომანში, ადგილობრივებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ეკლესიის რეაბილიტაცია ნებართვის გარეშე დაიწყეს. სანამ პროექტს შეათანხმებდნენ, როგორც თავად ამბობენ, ფუნდამენტის სიმყარის გასაგებად ტაძრის გარშემო ორმოს გათხრა დაიწყეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმარვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. სოფელში ამტკიცებენ, რომ ვანდალიზმს ადგილი არ ჰქონია.

| Print |