კულტურა
ეპიდვითარების გამო საჭადრაკო, ტურნირები გაუქმდა

 

კორონავირუსის პანდემიის გამო მოჭადრაკეებისთვის დაგეგმილი მეცადინეობები და შეჯიბრებები გაუქმდა. მათ წელს დისტანციურ რეჟიმში, ჭადრაკში მხოლოდ ორი აქტივობის - შიდა ჩემპიონატისა და ამოცანების ამოხსნის ჩატარება შეძლეს.

ჭადრაკის ფედერაციის გეგმის მიხედვით, მაისის დასაწყისში რაბათის ციხეზე ფესტივალი უნდა გამართულიყო, სადაც შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები. თუმცა შექმნილი ეპიდვითარების გამო, მათ ტურნირი ვეღარ ჩაატარეს.

სამცხე - ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ჩემპიონატი ჯერ არ დაუგეგმავთ, თუმცა მომავალშიც გააგრძელებენ დისტანციური რეჟიმით შეჯიბრებების ჩატარებას.

ზაქარია დიდიმამიშვილი ჭადრაკში 50-მდე ბავშვს ამეცადინებს, მაგრამ პანდემიის პერიოდში დისტანციურად მეცადინეობა მხოლოდ 18-მა ბავშვმა შეძლო.

„ჩვენ თითქმის ერთი თვეა რაც არ ვმეცადინეობთ და ბავშვები მოდუნდნენ“, - ამბობს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივნი სამცხე - ჯავახეთში ზაქარია დიდიმამიშვილი.


| Print |